აჭარის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა ზაზა ოქუაშვილისთვის სტატუსის შეწყვეტაზე იმსჯელოს

18 დეკემბერი 2018, 00:00 1594 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა დეპუტატ ზაზა ოქუაშვილისთვის სტატუსის შეწყვეტაზე იმსჯელოს. თუმცა საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება თუ რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობა ნახევარზე მეტი იქნება. სხვა შემთხევაში მას რეგლამენტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გაცდენებს ზაზა ოქუაშვილს საშემოდგომო სესიის დასრულების შემდეგ დაუთვლიან. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენს. დეპუტატი „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“  დამფუძნებელია და რამდენიმე თვეა ლონდონში იმყოფება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი