განახლებული: სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ფეხით მივიდა

18 დეკემბერი 2018, 00:00 3186 ნახვა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში, ფეხით მივიდა. "მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, ყველაფერი ჯერ არ არის იმ ფორმატში, როგორშიც უნდა იყოს ერთ კვირაში ან ერთ თვეში. მაგრამ, იმდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი, ამ ეტაპზე, არ მივაქცევთ ყურადღებას გარემოს, თუმცა საჭირო იქნება, როცა სტუმრები გვეწვევა, ყველაფერი იყოს შესაბამისად" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

პრეზიდენტის განმარტებით, გუშინ უკვე დანიშნა ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, ხოლო საპარლამენტო მდივნად დიმა გაბუნიასთან თანამშრომლობის დოკუმენტს დღეს დილით მოაწერა ხელი. "ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან მუშაობას, თუმცა პიარის ჯგუფი ძლიერდება. კვირის ბოლოს, უკვე გაგაცნობთ ადმინისტრაციის მთავარ ბირთვს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

წინა ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში იმუშავებს.  რა განთავსდება ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის შენობაში უცნობია, გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. ზურაბიშვილს არასდროს დაუმალავს, რომ ავლაბრის რეზიდენციაზე პრეზიდენტობის შემთხვევაში უარს იტყოდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი