საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაშია

17 დეკემბერი 2018, 00:00 1720 ნახვა

20 საათზე მეტია ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია მოქმედებს. 11 თავი და 78 მუხლი - დოკუმენტი ძალაში პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევიდა. ახალი პოლიტიკური მოდელით ქვეყანა სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, რის გამოც გაძლიერდა პარლამენტის როლი. შემცირდა პრეზიდენტის უფლებები.

კონსტიტუციის შემქმნელები ამბობენ, რომ ახალი საკონსტიტუციო რეალობა გამორიცხავს ავტოკრატიზმის დამყარებას და მიჯნავს საკონსტიტუციო ინსტიტუტების უფლებებს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში