საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

12 დეკემბერი 2018, 00:00 1980 ნახვა

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს  და  მოუწოდებს დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება შეუძლია დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას - აღნიშნულია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი