ხელვაჩაურში სახლს ცეცხლი გაუჩნდა

04 დეკემბერი 2018, 00:00 4124 ნახვა

ძლიერი ხანძრის შედეგად, ხელვაჩაურში, ზედა ჯოჭოში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი ბედინაძეების ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

სახანძრო სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ამ დროისათვის ლოკალზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახი საცხოვრებლის და პირადი ნივთების გარშე დარჩა, სახლი სრულად დაიწვა.

ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ ზარალს დაითვლიან და დაეხმარებიან ბედინაძეების ოჯახს. ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის ინფირმაციით, დაზარალებულები დღეს მეზობლებთან დარჩებიან, ხვალ კი მერია მათ ქირით გაიყვანს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში