მასშტაბური პროექტების განხორციელების მოლოდინშია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი. ცნობილია, რომ 2017 წლის აპრილში შექმნილი სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ მომავალი წლიდან დაიწყებს ხელშეკრულებების გაფორმებას და სოფლებსა და დაბებში წყლის სისტემის მოწესრიგებას.
ამისთვის სააქციო საზოგადოებას, რომელშიც წილებს ერთის მხრივ აჭარის ფინანსთა სამინისტრო, მეორეს მხრივ კი მუნიციპალიტეტები ფლობენ, ჯამში 50 მილიონი ევრო ექნება. „დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამების განხორციელება აჭარაში“ 7 წელზეა გათვლილი.