პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებულის იდენტიფიკაცია მოახდინა და სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობს

28 ნოემბერი 2018, 00:00 2662 ნახვა

დღეს, ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში, 44 წლის მამაკაცის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ დაადგინა.

სამართალდამცველები 1981 წელს დაბადებულ მამაკაცს ეძებენ. გამოძიების ვერსიით 37 წლის ჯ.ა სავარაუდოდ მკვლელობა წლების წინ არსებულ პირადი კონფლიქტის საფუძველზე ჩაიდინა. 

"გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე ასევე დადგინა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება" - წერია შსს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში