მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომელთა საცხოვრებლებიც ქობულეთში მდინარე აჭყვის ადიდების შედეგად მუდმივად იტბორება. გიორგი შენგელიამ ადგილობრივებს უთხრა, რომ მდინარის კალაპოტის რეაბილიტაციის პროექტის შედგენა დასკვნით ეტაპზეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
პროექტის საბოლოო ვერსია დეკემბერში უნდა დასრულდეს , რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამუშაოები 2019 წელს დაიწყება და დაახლოებით 10 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მდინარე აჭყვის სარეგულაციო კვანძის მოწესრიგება და კალაპოტის გაფართოვება, ასევე ზღვასთან შეერთების ადგილი დაგროვილი ნატანისგან გაიწმინდება და ზღვის შესართავამდე რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა. შეხვედრის შემდეგ გიორგი შენგელიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ქობულეთის მერთან ერთად მდინარის პრობლემური ტერიტორია დაათვალიერა