ძლიერი წვიმა ხვალ საღამომდე გაგრძელდება

22 ნოემბერი 2018, 00:00 2315 ნახვა

ხვალ საღამომდე, კვლავ გაგრძელდება ციკლონთან დაკავშირებული, ნოტიო ჰაერის მასების გავლენა ამინდზე, რომლის გავლენითაც სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, პერიოდულად ძლიერი. მაღალმთაში ძლიერი თოვლი.

ამ დროისათვის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ინტენსიურად ვრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც აჭარაში პერიოდულად ძლიერად წვიმს, მაღალმთიან ზონაში კი თოვს, გოდერძის უღელტეხილზე უკვე 30 სანტიმეტრი თოვლია.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბათუმსა და ქობულეთში +10, +12 გარდუსი იქნება, ხულოსა და შუახევში +5, +7, გოდერძის უღელტეხილზე 0, -2 გრადუსი.

ინტენსიური ნალექის გამო და​ბლობში საგზაო მონაკვეთებზე, ხილვადობის შეზღუდვის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებს. ყურადღებით უნდა იყვნენ წყლის ტრანსპორტით მოსარგებლეებიც.

24 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი