ბაზიერობის ჩემპიონატი ბათუმში. მიმინო, შევარდენი და ქორი ჟიურიმ მწყერის დაჭერისას სისწრაფესა და მტაცებლური უნარჩვევების გამოვლენით შეაფასეს. შეჯიბრებაში მონაწილეობა სახლის პირობებში გაწრთვნილმა 50 მდე მტაცებელმა ფრინველმა მიიღო.
ჩემპიონატის ორგანიზატორი აჭარის მონადირეთა, მეთევზეთა და ბაზიერთა ღონისძიების მიზანი ნადირობის უძველესი სახეობის პოპულარიზაციაა.