ბათუმში დაჭრილი 14 წლის ბიჭი, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციაში რჩება. მედიკოსების ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე, სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული არასრულწლოვანი უკვე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით მან, გუშინ ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ ბიჭს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.