​არჩევნების მეორე ტურისთვის 10 მილიონზე მეტი თანხა გამოიყოფა

16 ნოემბერი 2018, 00:00 1343 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 10 მილიონ 583 ათას 22 ლარი გამოიყოფა. აქედან 10 მილიონ 34 ათას 572 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 167,000 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 381 ათას 450 ლარია გათვალისწინებული. ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების 1-ელი ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ  42 მილიონ  667 ათას 518 ლარი იყო გამოყოფილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი