დაბა ქედაში სპორტ სკოლასთან არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება, რომლისთვისაც 66 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროექტის მეორე ნაწილი 2019 წელს შესრულდება.
ქედის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, სამუშაოები ეკონომიების ხარჯზე დაიგეგმა. მიმდინარე წელს ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ქედაში, ეკნარას დასახლებაში არსებულ მინი სპორტულ მოედანს. სტადიონების რეაბილიტაციისთვის მერიამ მიმდინარე წელს 100 ათასი ლარი დახარჯა.