ერთი მილიონი ინვესტიციის მოსაზიდად

14 ნოემბერი 2018, 00:00 1803 ნახვა

მომავალ წელს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნახევარი მილიონია გათვალისწინებული ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის. როგორც, მინისტრი გვეუბნება თანხის ნაწილი იმ ადგილების მოკვლევას მოხმარდება, რომლებიც ხანდაზმულთა, სოფლის და ეკო-ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იქნება ხელშემწყობი.

მოკლედ ტურიზმი კვლავ რჩება მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, ისევე როგორც გასულ წლებში, თუმცა ვერც ამჯერად გვეუბნებიან კონკრეტულად რა ოდენობის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო უწყებამ წელს, ან შარშან. ირწმუნებიან რომ ამ დრომდე დათვლის ახალ მოდელს ამუშავებენ. ოპოზიცია კი, მილიონობით ლარის უშედეგოდ ხარჯვაზე აკეთებს აქცენტს. ცნობისთვის, საქსტატის გასული წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებს თუ შევადარებთ მიმდინარე წლის ორი კვარტალის წინასწარ მონაცემებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოცულობა წელს რეგიონში  შემცირებულია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი