აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სახანძრო-უსაფრთხოების სასწავლო ვიდეო დაამზადა. ვიდეომასალაში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად წესებსა და მანიშნებლებზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურისტული ობიექტების თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის.
როგორ უნდა იმოქმედოს ცალკეულმა პირმა საგანგებო სიტუაციებისას, რას ნიშნავს სახანძრო-უსაფრთხოების მანიშნებლები და როგორ შეიძლება ცალკეული რისკის თავიდან არიდება - ამ ყველაფრის სწავლა სწორედ აღნიშნული ვიდეო-მასალითაა შესაძლებელი.
დეპარტამენტი აღნიშნულ ვიდეო მასალას ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს წლის ბოლომდე დაურიგებს. გარდა ვიდეორგოლისა მომზადებისა, დეპარტამენტმა წლის დასაწყისში კვებისა და განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომელი სახანძრო-უსაფრთხოების მიმართულებით გადაამზადა.