ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელიც 13 საათზე უნდა გამართულიყო, 6 საათით გადაიდო. ცესკოში ამ ეტაპზე მიზეზებზე არ საუბრობენ.
დღის წესრიგის მიხედვით, კომისიის წევრებმა 9 საკითხზე უნდა იმსჯელონ.
დღეს თამარ ჟვანიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმზე უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ კი მეორე ტურის გამართვის თარიღი დაასახელოს.