სახელფასო დანამატი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის - საკანონმდებლო ინიციატივა

13 ნოემბერი 2018, 00:00 9134 ნახვა

სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იანი დანამატი შესაძლოა მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულმა ყველა პირმა მიიღოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სოციალური შეღავათი უნდა ჰქონდეთ ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს.

ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ადამიანები 35%-იან დანამატს მიიღებენ, მათი საერთო რაოდენობა 4800-ია, შესაბამისი ცვლილებები გავლენას მოახდენენ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი