სოფელ წინსვლაში ლაბაძეების საცხოვრებელ სახლს მეწყერმა საძირკველი გამოაცალა, რის გამოც ოჯახმა საცხოვრებელი დატოვა. მათი ინფორმაციით, სტიქიას ისინი ბოლო ათი წელია ებრძვიან. თვითმმართველობამ მიწის მასის შესაჩერებლად 1 კვირის წინ საცხოვრებლის ეზოში ფედსამაგრი სამუშაოები დაიწყო.
მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქ განვითარებული სტიქიის გამო ამ დროისთვის შეჩერდა და გეოლოგების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი ლაბაძეების საცხოვრებელთან კედელს გაამაგრებენ თუ 5 წევრიან ოჯახს სხვა სახის დახმარებას გაუწევენ. მანამდე კი მერია ოჯახს ქირით უსაფრთხო ადგილას გაიყვანს.