‘’კარვებით ვიცავ თავისუფლებას“ - ამ სახელწოდებით დღეს პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციას ორგანიზებას ის არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის საშუალებას დღემდე არ აძლევს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში შექმნილია აქციის საინიციატივო ჯგუფი.