ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დაკავებულის ოჯახის წევრები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ბათუმში ათი პირი რამდენიმე თვის წინ დააკავეს.