C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ფარგლებში გამოკვლევის ჩატარება უკვე ბათუმის იუსტიციის სახლშიცაა შესაძლებელი.
ამისთვის შენობის ფოიეში სპეციალური სივრცე მოეწყო. აღსანიშნავია, რომ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პირმა დროულად გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან დაკავშირებით. სამინისტროს ცნობით, პროგრამაში ბოლო წლებში ჯამში 50 000-მდე პაციენტია ჩართული.
განკურნების მაჩვენებელი კი 98%-ზე მაღალია. ახლა პროგრამის მიზანი მოსახლეობის მაქსიმალური დაფარვაა - ამბობენ, რომ დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის როგორია მისი სტატუსი C ჰეპატიტზე.