ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

26 ოქტომბერი 2018, 00:00 4355 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ საავტომობილო გზის ერთი მხარე ჩაკეტა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ქობულეთის მერის ინფორმაციით, ცენტრალური გზა ამ დროისთვის გაწმენდილია და ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. 

'' შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე მოხდა. ძლიერი წვიმა იყო და მეწყრული პროცესი ამან გამოიწვია. ცენტრალური გზის ნაწილი ჩაიკეტა. შემთხვევის ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა დილამდე მუშაობდა. ამ დროისთვის გზა გახსნილია.

როგორც კი გამოიდარებს ტერიტორიას სპეციალისტები შეისწავლიან და დავგეგმავთ რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო''- განმარტა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი