ქედაში ახლახანს დადგმული მაღალი ძაბვის ელექტრობოძი შესაძლოა დაშალონ

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1802 ნახვა

ქედაში, შესაძლოა ახლახანს განთავსებული მაღალი ძაბვის კიდევ ერთი ელექტრობოძი დაშალონ - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ. სოფელ გულებში ამბობენ, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძი თავის დროზე სახიფათო ადგილზე განათავსა, ტერიტორია ეროზიულია და ხშირად ვითარდება მეწყერი. ამას კომპანიაში არ ადასტურებენ, აცხადებენ, რომ ბოძზე სამუშაოები მხოლოდ მავთულის გამოცვლის  მიზნით ტარდება და მისი გადატანა არ იგეგმება. ცნობისთვის „ელექტროსისტემა“ წლის დასაწყისში კიდევ ერთ ბოძთან დაკავშირებით არ ადასტურებდა ინფორმაციას, თუმცა საბოლოოდ კოკოტაურში განთავსებული მაღალი ძაბვის გადამცემი დაშალეს და სხვაგან გადაიტანეს. ამ სოფელშიც, ისევე როგორც გულებში, იქ მცხოვრებლები სამუშაოების დაწყებამდე ირწმუნებოდნენ, ნიადაგი არაა მყარი და ამ მოცულობის ბოძების განთავსება სახიფათოა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი