''რა უფლება აქვს სახეში მესროლოს პასპორტი და მერე ხელები მიგრიხოს'' - ინციდენტი სარფის საბაჟოზე

16 ოქტომბერი 2018, 00:00 13961 ნახვა

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟის მხრიდან სავარაუდო ფიზიკურ ძალადობის ფაქტზე წერს. ნათია შავაძემ ფაქტის შესახებ, პოსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.  

''ეს არის თურქი მესაზღვრის ნევროზის გამოვლინება ჩემს პასპორტში! ტიპმა ეს გააკეთა იმიტომ, რომ ბეჭედდასმული პასპორტი ფანჯრიდან მესროლა და მე შესაბამისი რეაქცია მქონდა სახეზე. მერე ხუთი მესაზღვრე ცდილობდა წაერთმია პასპორტი,თან მაჯებზე შემაფრინდა ერთი. კითხვაზე, (ინგლისურად) რა დარღვევის მთხოვდნენ პასპორტს უკან, პასუხად ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ მუქარებს მშობლიურ ენაზე. ბოლოს მივაწოდე პასპორტი და ნერვოზულად ააჭრელა დოკუმენტი. გასაგებია, რომ წითელი ხალიჩის დაგების ვალდებულება არ აქვთ მესაზღვრეებს , მაგრამ რა უფლება აქვს სახეში მესროლოს პასპორტი და მერე ხელები მიგრიხოს? შემიძლია რაიმე გავაკეთო ამ ნაგვის წინააღმდეგ?'' - წერს ნათია შავაძე ფეისბუქ გვერდზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თურქეთის საკონსულოს დაუკავშირდა, საკონსულოში ამბობენ, რომ ფაქტს მოიკვლევენ და დავიკავშირდებიან. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ

მათ შორის ერთი შემთხვევა აჭარის მაუწყებლის გადამღებ ჯგუფზე დაფიქსირდა. გაშუქების და სხვადასხვა უწყების ჩართულობის შემდეგ, მედიასაშუალების წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე (ვიდეოჩანაწერი არსებობდა და ფბ ლაივში გადაიცემოდა) თურქეთის მხარემ მებაჟეები სამსახურიდან გაათავისუფლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში