დღეს ბათუმი ევროპის დღეების მასპინძელია. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ერთი დღით, „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ, ევროპის დღის ღონისძიება საოჯახო გასართობი აქტივობებით, თამაშებით და წარმოდგენებით იქნება დატვირთული. დღევანდელი ღონისძიების მედია პარტნიორი აჭარის ტელევიზია და რადიოა.