ბათუმში, პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. მას სახის არეში მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება. ადგილობრივები შუქნიშნების დადგმას და მწოლიარე პატრულის დამონტაჟებას ითხოვენ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.