ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი დაიწყო. ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს 2 თვიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ. ლექციებზე ისაუბრებენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მარკეტინგზე, ბრენდინგზე, ფასწარმოქმნასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
პროექტის მიზანი ბიზნეს სექტორის განვითარება და განათლების ხელშეწყობაა. ის პირველად ტარდება ბათუმში და მას 25 მონაწილე ესწრება.
ტრენინგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოს“ ინიციატივით და ბათუმის იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით ტარდება, მხარდამჭერი კი კავკასიის ბიზნეს სკოლაა.