უმაღლეს საბჭოში „განათლების ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტის “ განხილვა იწყება. განათლების შესახებ ეს პირველი კანონპროექტია, რომლის მიღებასაც უმაღლესი საბჭო გეგმავს. კანონის ინიციატორები ამბობენ, რომ ახალი კანონი განათლების ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნას ითვალისწინებს. უმაღლეს საბჭოში დღეს ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. დეპუტატებმა ასევე უნდა იმსჯელონ რეგლამენტის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის ვადების გაგრძელებაზე.