სასკოლო ოლიმპიადა - ბათუმის ცენტრალურ პარკში მძლეოსნური გარბენი გაიმართა

30 სექტემბერი 2018, 00:00 1540 ნახვა

ბათუმში სასკოლო ოლიმპიადა დაიწყო. პირველი შეჯიბრი მძლეოსნურ გარბენში მოეწყო. შეჯიბრი მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. მარათონი ცენტრალურ პარკში ჩატარდა.

გუნდებს ტბის ირგვლივ,  1200 მეტრიანი დისტანცია  უნდა დაეფარათ. გარბენში 32 კერძო და საჯარო სკოლა მონაწილეობდა. ოლიმპაიდის მომდევნო ტურნირი მინი ფეხბურთში 15 ოქტომბერს დაიწყება. დაგეგმილია პირველობის გამართვა კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მხიარულ თამაშებში. სასკოლო ოლიმპიადის ორგანიზატორი ბათუმში მერიის საპორტულ-ახალგაზრდული ცენტრია.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი