5-მა ებრაელმა ჟურნალისტმა პრესტურის ფარგლებში ეთნოგრაფიული მუზეუმი “ბორჯღალო” მოინახულა, ტურისტები უკვე სამი დღეა აჭარაში იმყოფებიან და გაეცნენ ქალაქის ტურისტულ შესაძლებლობებს, ასევე მოინახულეს მტირალას ეროვნული პარკი. ხვალ მაჭახელას ეროვნული პარკის დათვალიერებაა დაგეგმილი. ტური ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება. სტუმრები აჭარას ხვალ დატოვებენ.