ელექტროსადენები და საკომუნიკაციო საშუალებები ბათუმის გარეუბანში

25 სექტემბერი 2018, 00:00 2500 ნახვა

ბათუმში მოუწესრიგებელია ელექტროსადენების ნაწილიც  - რამდენიმე ქუჩასა და სადარბაზოსთან გვხვდება კაბელები, რომლებიც შესაძლოა გახდეს ხიფათის შემცველი, ამასთან ელექტროსადენებთან ერთადაა ბოძებზე გაყვანილი სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, რაც თავის მხრივ იწვევს რისკებს.

ენერგო - კომპანიაში ირწმუნებიან რომ, მაქსიმალურად ცდილობენ მონიტორინგს და დარღვევის შემთხვევაში გამოსწორებას, ამასთან ამბობენ რომ ელექტრო - სადენების ნახევარი ქალაქში უკვე მიწის ქვეშაა მოქცეული. თუმცა ფაქტია გვხვდება ისეთი ქუჩებიც, სადაც რეაბილიტაცია დასრულებულია, სადენები კი ჰაერში რჩება -  ბათუმის მერიის ცნობით ეს ის ადგილებია სადაც   ელექტროენერგიის მიწის ქვეშ გაყვანა მიზანშეუწონელია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი