სახიფათო გზაჯვარედინები ბათუმში - მოგიყვებით დაზიანებული შუქნიშნებისა და იმ ადგილების შესახებ, სადაც შუქნიშნებს ითხოვენ - ქალაქის ავტოტრანსპორტში მოქალაქეების წერილობით განცხადებებს ელიან, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი მერიის წერილს. შუქნიშნებთან დაკავშირებით პრობლემის გაზიარება ბათუმის მერიას „ენერგო-პრო ჯორჯიასთვისაც“ სურს, ამ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ პრობლემა სისტემაშია და არა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებაში.
ეს სამი უწყება ცალ-ცალკე და ერთობლივად უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ქალაქში უსაფრთხო გადაადგილებაზე, თუმცა როგორც ჩანს მაინც ვერ ხერხდება პრობლემის საბოლოოდ მოგვარება. ბათუმის მერიაში პრობლემებს აღიარებენ და ირწმუნებიან რომ ერთიანი სისტემის შექმნა სურთ.