43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ''Black Sea Arena'' -ზე გაიხსნა

23 სექტემბერი 2018, 00:00 2297 ნახვა

ამ წუთებში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა სპეციალური პროგრამით იხსნება. გრანდიოზული შოუსთვის „ბლექ სი არენა“-ზე  უამრავი ადამიანია შეკრებილი. ცერემონია აერთიანებს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებს. დღეს ბლექ სი არენა“-ზე იქნება, დროშების აღლუმი, სუხიშვილების ახალი ნომერი და საბალეტო ცეკვა.

საერთაშორისო ოლიმპიადაში მოჭადრაკეები 189 ქვეყნიდან მონაწილეობენ. საქართველოდან კი 6 ნაკრები იასპარეზებს. ფარული კენჭისყრის შედეგად, 93 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენელმა მხარი საქართველოს ზღვისპირა კურორტს დაუჭირა. შესაბამისად, 6 ოქტომბრამდე, ბათუმში, 189 ქვეყნის წარმომადგენელი პირველობისთვის იბრძოლებს. ბათუმის კონკურენტი ქალაქის ქეიფთაუნის სასარგებლოდ კი სულ 58 ხმა დაფიქსირდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში