პარლამენტი საგაზაფხულო სესიიდან მუშაობას ახალი რეგლამენტით გააგრძელებს

22 სექტემბერი 2018, 00:00 1424 ნახვა

საგაზაფხულო სესიიდან პარლამენტი მუშაობას ახალი რეგლამენტით გააგრძელებს.  დოკუმენტი  პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია. ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას. საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პოლიტიკური დებატებით; პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში;

ინტერპელაციის წესის დამკვიდრება - პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება.  ერთ-ერთი ცვლილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის გამარტივებას ეხება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში კი მნიშვნელოვნად ძლიერდება კომიტეტების უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას ფინანსთა მინისტრის და დარგობლივი მინისტრის დასწრების ვალდებულება შემოდის.

ამავე კატეგორიაში