სოფელ ჯიბინაურში სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა წვიმის და მდინარის წყლის იმედად არიან დარჩენილები. პრობლემა მწვავდება ზაფხულში. როცა მდინარის დონე კლებულობს და სასმელი წყალი მილებიდან საერთოდ ქრება. ასეთ შემთხვევაში, მდინარისა და წვიმის წყალს სასმელად იყენებენ. რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. რადგან არ ხდება მდინარის წყლის ხარისხის შემოწმება და ფილტრაცია.
ხშირად მოსახლეობა მეზობელი სოფლების იმედადაა, მათ წყლის მოსატანად კილომეტრების გავლა უწევთ.