ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი „ედ ბლექ სი“ გაიხსნა

20 სექტემბერი 2018, 00:00 1860 ნახვა

ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი „ედ ბლექ სი“ გაიხსნა.  სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. 3 დღის განმავლობაში ფარული კენჭისყრის მეშვეობით ფესტივალის ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს.

საერთო ჯამში ფესტივალზე წარდგენილი იქნება 700-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც 10 კატეგორიაში გადანაწილდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ა ტენდენციების შესახებ. 

ამავე კატეგორიაში