ყურადღების ეპიცენტრში იყო დღეს საქართველოს პარლამენტი - სადაც კომიტეტის სხდომას საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი კანაფის წარმოებისა და ექსპორტზე გატანის კატეგორიული წინააღმდეგი არიან, ამასთან რეკომენდაციები აქვთ რეგულირებასთან დაკავშირებითაც. ფიქრობენ რომ შეზღუდვის ასაკი არა 21 წელი არამედ 25 უნდა იყოს.
შსს რამდენიმე მიმართულებით აპირებს კანაფის მოხმარებაზე შეზღუდვის დაწესებას, მათ შორის საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვა. კანონპროექტი გარკვეული პროფესიის ადამიანებსაც უკრძალავს კანაფის მოხმარებას. ამ ეტაპზე პარლამენტი მხოლოდ რეგულირებას განიხილავს, საზოგადოების პროტესტის შემდეგ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით წარმოება - ექსპორტის შესახებ პროექტის განხილვა გადაიდო.