„ბირჟა მაფიას“ წევრის სარჩელი

19 სექტემბერი 2018, 00:00 1172 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია იმსჯელებს მიიღოს თუ არა ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრის, გიორგი ქებურიას სარჩელი. მომღერალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე მუხლს ასაჩივრებს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, პირის ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. გარდა ამისა, ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციელის ჩვენება შესაძლებელია გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი, რაც მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს.  საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განმწესრიგებელი სხდომა ტარდება.

ამავე კატეგორიაში