განიხილება თუ არა ავთანდილ ბერიძე ბიბლიოთეკის დირექტორობის კანდიდატად

19 სექტემბერი 2018, 00:00 1933 ნახვა

განახლებული 20.09.2018

2012 წლის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ახლა უკვე, შესაძლოა, ბათუმის ბიბლიოთეკის დირექტორი.  

"ქართული ოცნების" წევრს ავთანდილ ბერიძეს, მას შემდეგ, რაც მისი დეპარტამენტი მთავრობაში გაუქმდა, აჭარის გარემოს დაცვის სამართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობა შესთავაზეს. იგი თანამდებობაზე უკვე დანიშნულია, თუმცა ამის მიუხედავად,  შესაძლოა იგი  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გახდეს.

ამ თანამდებობაზე სახელფასო ფონდი 1700 ლარია. 

ბათუმის მერიაში, რომლის დაქვემდებარებაშია საჯარო ბიბლიოთეკა, აცხადებენ რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის კონსულტაციები არ მიმდინარეობს, დირექტორის მოვალეობას ნატალია ჭყონია შეასრულებს, რომელიც აქამდე მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 

მერიაში განმარტავენ, რომ უახლოეს პერიოდში ცვლილება არ იგეგმება. 

გენადი მახარაძე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად 21 წელი მუშაობდა, ის 5 სექტემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი