მეტი კონტროლი, ძალთა ბალანსი და მეტი ღიაობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უმაღლეს საბჭოს რეკომენდაციებით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია წარმომადგენლობით ორგანოს სთავაზობს რეგლამენტში გაწეროს და გაზარდოს ოპოზიციის როლი, რაც დიდი ძალაუფლების მქონე „ქართულ ოცნებას“ დააბალანსებს.
საუბარი იყო ერთი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დათმობაზე, უმაღლესი საბჭოს მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნასა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე - ჯერჯერობით უცნობია დათმობს თუ არა უმრავლესობა რომელიმე პოსტს. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეთიკის კოდექსის მიღების საკითხიც, რამაც დეპუტატთა შესაძლო არასათანადო ქცევა უნდა დაარეგულიროს.