რეორგანიზაცია ბათუმის საკრებულოში

18 სექტემბერი 2018, 00:00 2306 ნახვა

რეორგანიზაცია იწყება ბათუმის საკრებულოში. უქმდება საბიუჯეტო განყოფილება, ფუნქციები მერიის საბიუჯეტო სამსახურთან გადავა, ანუ ერთი სამსახური შეისყიდის მომსახურებას ორივე უწყებისთვის, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.

ამბობენ, რომ ეს არ იქნება მართებული, რადგან საკრებულო არის მაკონტროლებელი, მისი კონტროლის ქვეშ არსებული  მერია კი არ უნდა ახორციელებდეს ამ საქმიანობას დეპუტატებისთვის. რეორგანიზაცია დასრულებულია, კონკურსები კი გრძელდება ბათუმის მერიაში. ქალაქის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ მილიონამდე ლარი უკვე დაზოგეს, კადრები კი 82-ით შეამცირეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი