მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს იუსტიციის საბჭო განიხილავს

18 სექტემბერი 2018, 00:00 1582 ნახვა

დავა მოსამართლეებს შორის - ირაკლი შავაძისა და დავით მამისეიშვილის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსჯელობას გეგმავს. ამ საკითხზე კომენტარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა გააკეთა.

ანა დოლიძის განცხადებით, საბჭო არა ერთხელ აპირებდა საკითხის შესწავლას, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის. ირაკლი შავაძემ რამდენიმე თვის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ზეწოლაში დაადანაშაულა.  

ბრალდებებს უარყოფდა დავით მამისეიშვილი. საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხილვაც გაიმართა, დაგეგმილი იყო გასვლითი სხდომის ჩატარება ბათუმშიც, რომელიც ამ დრომდე არ ჩატარებულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი