ანგელა მერკელი - რუსეთი საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას ეწევა

15 სექტემბერი 2018, 00:00 1540 ნახვა

რუსეთი საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას ეწევა, - ამის შესახებ ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ეს ქვეყნები საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ცდილობენ, ვინაიდან რუსეთმა მათი ტერიტორიების ნაწილი მიითვისა ან იქ კონფლიქტები გააჩაღა. მაგალითისთვის მერკელმა უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაცია დაასახელა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი