სტადიონის მშენებლობიდან გადმოვარდნილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. მედიკოსების განცხადებით, სავარაუდოდ ორშაბათს მას უკვე პალატაში გადაიყვანენ.
სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მუშა სტადიონზე ხარაჩოს დემონტაჟისას ჩამოვარდა. შემთხვევა 12 სექტემბერს მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.