ჩეხეთის ვაჭრობის მინისტრი საქართველოში ელექტროენერგიის ოპერირებითაა დაინტერესებული, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ამის შესახებ მარტა ნოვაკოვამ განაცხადა, თქვა რომ აინტერესებთ „ენერგო პროს“ მსგავსი საქმიანობა. ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ჩეხურ საავტომობილო კომპანია „შკოდა“-სა და ქართულ კომპანიას შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი.
25 უცხოელი მეწარმე იმყოფება ბათუმში. როგორც უკვე იცით აჭარაშია ჩეხეთის ვაჭრობის მინისტრიც. პირისპირ შეხვედრების გარდა, გაიმართა ფორუმი, სადაც ბიზნესმენებს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნეს. ქვეყნის მთავრობას პოზიტიური შედეგის, ანუ ინვესტიციების მოზიდვის მოლოდინი აქვს.