იმის გამო, რომ აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე საცხენონსო კლუბის ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა კლუბი იქ იპოდრომს, დახურულ მანეჟსა და თავლას ვერ აკეთებს, ამ ყველაფერთან ერთად ვერ მასპინძლობს შეჯიბრებებსაც რადგან ცხენების დასადგომი ადგილი არ აქვთ. როგორც უკვე ვთქვი, პრობლემები ბევრია თუმცა არანაკლებია წარმატებებიც. ბათუმის საცხენოსნო კლუბი საქართველოში ერთ-ერთ ლიდერია.