განათლების სისტემის რეფორმის ხუთი მიმართულება

14 სექტემბერი 2018, 00:00 1636 ნახვა

განათლების სისტემის რეფორმა ხუთი მიმართულებით განხორციელდება, შეიქმნება საგანმანათლებლო რესურსების ელექტრონული პორტალი. პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სკოლამდელი განათლება არ არის განათლების საერთო სისტემის ნაწილი, რაც შეცდომაა და აუცილებლად გამოსწორდება.

მამუკა ბახტაძის თქმით, ახალი მოდელი მომავალ წლიდან ეტაპობირვად დაინერგება. პრემიერის თქმით ,სკოლებში   უსაფრთხო  გარემო უნდა შეიქმნას.  2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასამდე მასწავლებელს ხელფასების გაზრდაც იგეგმება. გაზრდილ ანაზღაურებას დირექტორები და ადმინისტრაციული პერსონალიც მიიღებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი