2020 წელს ანაკლიის პორტი პირველ გემს მიიღებს - ამის შესახებ პორტის განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა პროექტის პრეზენტაციისას ბათუმში გამართულ საზღვაო ფორუმზე განაცხადა.
სტრატეგიული მნიშნელობის ობიექტის მშენებლობის ფარგლებში 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშის ამოღება კვირის ბოლოს დაიწყება, გემი უკვე ანაკლიაშია, გაღრმაწყლიანების სამუშაოებს ჰოლანდიური კომპანია „ათენა“ ასრულებს. პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
რა შეიცვლება ანაკლიის პორტის ამოქმედებით ბათუმის პორტისთვის? - დირექტორ ლევან ახვლედიანის ვარაუდით, ცვლილებები გარდაუვალია, თუმცა თხევადი ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით ბათუმის პორტს, ისევე როგორც ფოთის პორტს, საკუთარი ნიშა ექნება. შემცირებული ტვირთბრუნვის ზრდას ანაკლიის პორტის მენეჯმენტი შემუშავებული სტრატეგიით გეგმავს.