სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ წინასაარჩევნო პერიოდის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების 1, ამდენივე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის, სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის 8, კამპანიისთვის ხელის შეშლის 2 და ბეჭდვითი მასალის წესის დარღვევის 1 ფაქტი.
გარდა ამისა, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, დააფიქსირეს სხვადასხვა სახის 7 ინციდენტი საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში. საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 31 მუნიციპალიტეტში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საოლქო კომისიების დროებით წევრთა დანიშვნა.