საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკაზე ისაუბრეს.